ლორიამ პენალტი მოიგერია - ქართველი მეკარის კარგი თამაში
კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში „ანორთოსისისა“ და ლარნაკას აეკ-ის შეხვედრა 0:0 დასრულდა. მასპინძელთა სასტარტოში ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ კარგი მატჩი ჩაატარა, მან რამდენიმე დარტყმა მოიგერია, განსაკუთრებით აღსანიშნავია მომენტი, როცა პენალტი მოიგერია, მან უნგრელ ადამ დიურჩოს აუღო.
„ანორთოსისის“ სასტარტოში კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, ავთო ებრალიძემ ითამაშა. 31 წლის შემტევი 51-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, ლარნაკას აეკ-თან მატჩამდე „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩისკომ პოსტი დატოვა. აეკ-თან შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობა ვესკო მიხაილოვიჩმა შეასრულა.
14-გუნდიან ჩემპიონატში „ანორთოსისი“ 19 ქულით მე-9 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 9 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატს ლარნაკას აეკ-ი ლიდერობს, ხოლო გიორგი ქვილითაიას, ბუბა დაუშვილისა და ლაშა დვალის აპოელ-ი მეორე ადგილზეა. თუ მიმდინარე ტურში აპოელ-ი სტუმრად ლიმასოლის აელ-ს დაამარცხებს, ლიდერობს დაიბრუნებს. აღნიშნული შეხვედრა 8 იანვარს გაიმართება.