სანდრო მამუკელაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაში ბეჟანიშვილის გუნდთან

NBA-ს განვითარების ლიგაში „ვისკონსინ ჰერდმა“ „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ 120:116 დაამარცხა.

გამარჯვებულთა შორის ყველაზე მეტი ქულა სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზეა, მან 29 ქულა ჩააგდო, 16 მოხსნა და 7 პასი შეასრულა. ორმაგი დუბლის ავტორმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა.

„კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსის“ სასტარტო ხუთეულში გიორგი ბეჟანიშვილი ვერ მოხვდა. მან პარკეტზე 21 წუთი გაატარა, თუმცა მისი პროდუქტიულობის მაჩვენებელი მაღალი არ ყოფილა, მის აქტივში 2 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასია.

შეხვედრის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილმა მის ქართველ ოპონენტზე, გიორგი ბეჟანიშვილზე ისაუბრა:

„საუკეთესო ვარიანტია, როცა შობას მის წინააღმდეგ თამაშობ, ვინც ძალიან გიყვარს. მასთან შეხვედრა ემოციური იყო, თუმცა ამავდროულად მაღალ დონეზე თამაში მსურდა. ასეც ვითამაშე.

ვცდილობთ, საქართველო მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ, ქართული კალათბურთი ჩვენი მხრებით ვატაროთ. ქართულ კალათბურთს ბევრი დიდებული მოთამაშე ჰყავს, ჩვენ კი ვამაყობთ, რომ აქ ვთამაშობთ“.

NBA-ს განვითარების ლიგის რეგულარულ სეზონში „ვისკონსინ ჰერდმა“ 3-დან სამივე შეხვედრა მოიგო, ხოლო ბეჟანიშვილის გუნდის ანგარიშზე 4-დან მხოლოდ 1 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული დერბი ესპანეთში - მაკფადენმა და ანდრონიკაშვილმა შერმადინს აჯობეს
ქართული დერბი ესპანეთში - მაკფადენმა და ანდრონიკაშვილმა შერმადინს აჯობეს