თბილისის დინამო, ანრი მექვაბიშვილი, კრაკოვია
Aa
Aa

მექვაბიშვილი ექსტრაკლასაში? - დინამო მილიონს ითხოვს

პოლონური მედიის ცნობით, „კრაკოვია“ საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენით, ანრი მექვაბიშვილით ინტერესდება. კლუბმა თბილისის „დინამოს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა, თუმცა ტრანსფერის განხორციელების შანსი მკვეთრად მცირეა.

„კრაკოვიასთვის“ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის მილიონი ევრო საკმაოდ დიდი თანხაა, მცირე შანსია, რომ „ლეგიასთან“ და „ლეხთან“ შედარებით გაცილებით მცირე ბიუჯეტის კლუბმა ამ ტიპის გარიგება განახორციელოს, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს:

2022 წელს „კრაკოვიამ“ ვირჯილ გიცეს სანაცვლოდ 1,2 მილიონი ევრო გადაიხადა. 2016 წელს კშიშტოფ პიონტეკი 700 000 ევროდ შეიძინეს და 4 მილიონად გაყიდეს.

21 წლის ანრი მექვაბიშვილი 2019 წლიდან თბილისის „დინამოს“ პირველ გუნდში თამაშობს. გასულ წელს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა.

ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად იწვევს, ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მექვაბიშვილმა 7 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: “ხვიჩა სამპდორიასთან პირველივე წუთებიდან გამოირიცხა“
Gazzetta: “ხვიჩა სამპდორიასთან პირველივე წუთებიდან გამოირიცხა“