ტოტენჰემი, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ფაბიო პარატიჩი
Aa
Aa

კონტეს მოთხოვნა - ტოტენჰემი ხვიჩას გადაბირებისთვის იბრძოლებს

„კალჩომერკატოს“ ინფორმაციით, „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბს მიმართა, რომ ახალი სეზონისთვის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზე იმუშავონ. ამ საკითხზე, ინგლისური კლუბის მმართველმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ანტონიო კონტესგან ზუსტი მითითება მიიღო, „დეზების“ დამრიგებელს ახალ სეზონში ქართველი ფეხბურთელი სჭირდება.

წარსულში ფაბიო პარატიჩი ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით დაინტერესებული იყო, როცა ფეხბურთელი ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა, იტალიელი კი „იუვენტუსში“ მუშაობდა. მოულოდნელად, 2021 წლის მაისში, პარატიჩიმ იტალიური კლუბი დატოვა და კვარაცხელიას ტრანსფერი არ შედგა, თუმცა შესაძლოა, პარატიჩის მცდელობა ამჯერად წარმატებული გამოვიდეს.

მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში „ტოტენჰემი“ 33 ქულით მე-5 ადგილზეა, „ნიუკასლსა“ და „მან. იუნაიტედს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდი ალბათობით, მიმდინარე თვეში იტალიურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ცხადია, მკვეთრად გაუმჯობესებული პირობებით, რის შემდეგაც „ტოტენჰემისთვის“ ხვიჩას გადაბირება კიდევ უფრო რთული გახდება.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მისი გუნდის მომდევნო მეტოქე „სამპდორიაა“ და ეს დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება, თუმცა „გაძეტას“ ინფორმაციით, ქართველი გარემარბი სათადარიგოთა სკამზე იჯდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს კატასტროფა არაა“ - არიგო საკიმ ხვიჩასა და ნაპოლიზე ისაუბრა
„ეს კატასტროფა არაა“ - არიგო საკიმ ხვიჩასა და ნაპოლიზე ისაუბრა