გიორგი კოხრეიძე, გრენობლი, ჯაბა ჯიღაური
Aa
Aa

„გრენობლის წარმატებას ვუსურვებ“ - კოხრეიძე ფრანგულ კლუბს დაემშვიდობა

გიორგი კოხრეიძემ წარუმატებელი 1,5-წლიანი პერიოდის შემდეგ ფრანგული „გრენობლი“ დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ინფორმაცია კლუბმა დაადასტურა, მოგვიანებით კი ფეხბურთელი კლუბს დაემშვიდობა. „საბურთალოს“ ყოფილმა შემტევმა დაწერა:

„მადლობა „გრენობლისა“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო. მსურს, კლუბს წარმატება ვუსურვო. მადლობა“.

24 წლის ფეხბურთელი ლიგა 2-ის კლუბში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. ლიგა 2-ის სამატჩო განაცხადში 10-ჯერ მოხვდა, მხოლოდ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სასტარტოში ერთადერთი მატჩი, 2021 წლის 3 დეკემბერს „ლე ავრისთან“ ჩაატარა.

საერთო ჯამში ლიგა 2-სა და საფრანგეთის თასის ჩათვლით მხოლოდ 152 წუთი ითამაშა, რაც გარკვეულწილად ტრავმითაც აიხსნება, თუმცა ფაქტია, რომ შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

„გრენობლიში“ კიდევ ერთ ქართველს, ჯაბა ჯიღაურს უთამაშია, რომელმაც 2018-19 წლების სეზონის პირველ ნახევარში ლიგა 2-ის კლუბში 13 მატჩი ჩაატარა (1 სასტარტოში), თასისა და ჩემპიონატის ჩათვლით საერთო ჯამში 452 წუთი ითამაშა. კოხრეიძის მსგავსად ჯიღაურის კარიერაც საკმაოდ უფერული და არაპროდუქტიული გამოვიდა, მათ „გრენობლიში“ ადგილი ვერ დაიმკვიდრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: “ხვიჩა სამპდორიასთან პირველივე წუთებიდან გამოირიცხა“
Gazzetta: “ხვიჩა სამპდორიასთან პირველივე წუთებიდან გამოირიცხა“