2026 წლამდე - დეშამმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
ვრცელდებოდა ხმები, რომ საფრანგეთის ნაკრებს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებდა, მაგრამ დღეს ყველაფერს წერტილი დაესვა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო, რომ დიდიე დეშამმა 2026 წლამდე გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ 54 წლის სპეციალისტმა „მამლები“ 2012 წელს ჩაიბარა და მისი მეთაურობით ეროვნულმა ნაკრებმა უდიდესი პროგრესი განიცადა. 2018 წელს საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2022 წელს კატარში გამართულ მუნდიალზე ფინალში წააგო.
დანიშვნის დღიდან, დღემდე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 139-ჯერ გაუძღვა, საიდანაც 89 მატჩი მოიგო, 22 წააგო, ხოლო 28-ჯერ ფრეს დასჯერდა. 297 გატანილი და 119 გაშვებული გოლი.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ კარიმ ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის მიზეზად დეშამთან კონფლიქტი დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციით, თუ „მამლებს“ ზიდანი ჩაიბარებდა „რეალის“ თავდამსხმელი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდებოდა, თუმცა, როგორც ხედავთ ასე არ მოხდა.