ნაპოლი, სამპდორია, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Gazzetta: “ხვიჩა სამპდორიასთან პირველივე წუთებიდან გამოირიცხა“

„ინტერთან“ გამართული მატჩის შემდეგ, სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო, თუმცა ეს ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ უარყო და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს არაფერი აწუხებს.

გუშინ, იტალიურმა ავტორიტეტულმა გამოცემა Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ შესაძლოა „კვარამ“ „სამპდორიასთან“ ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშოს და მატჩში მხოლოდ ბოლო 30 წუთი ჩაერთოს.

დღეს კი აღნიშნული გამოცემა ამტკიცებს, რომ ხვიჩას და ზიელინსკის პირველივე წუთებიდან თამაში გამოირიცხა და მათ ნაცვლად ელმასი და რასპადორი ითამაშებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ქართველ ტალანტს არაფერი აწუხებს უნდა ვივარაუდოთ, რომ სპალეტი მას „იუვენტუსისთვის“ ასვენებს.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით, 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვიპროსული კარიერა არ შედგა - ჩისკო ანორთოსისიდან გაუშვეს
კვიპროსული კარიერა არ შედგა - ჩისკო ანორთოსისიდან გაუშვეს