მადრიდის რეალი, ტიბო კურტუა, ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

IFFHS - 2022 წლის საუკეთესო მეკარე კურტუა გახდა

ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ(IFFHS) 2022 წელი შეაჯამა და 10 საუკეთესო მეკარე გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ IFFHS-მა საუკეთესოს წოდება მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯს ტიბო კურტუას მიანიჭა, რომელსაც 125 ქულა დაუწერა და მათი ვერსიით ის საუკეთესო ისტორიაში მეორედ გახდა. პირველად ეს 2018 წელს მოხდა.

„2018 წლის შემდეგ, ბელგიისა და მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა IFFHS-ის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე მეორედ გახდა. მან 125 ქულა მიიღო და მეორე ადგილზე მყოფ ემილიანო მარტინესს სულ რაღაც 15 ქულით აჯობა.“ - წერია ოფიციალურ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუამ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ხოლო ემილიანო მარტინესმა მუნდიალზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და „ალბისელესტეს“ ჩემპიონობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ათეული კი ასე გამოიყურება:

კურტუა 125 ქულა
მარტინესი 110 ქულა
ბონო 55 ქულა
ლივაკოვიჩი 30 ქულა
ლორისი 25 ქულა
შესნი 15 ქულა
ობლაკი 10 ქულა
ალისონ ბეკერი 10 ქულა
პიკფორდი 5 ქულა
მენიო 5 ქულა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზარი და მოდრიჩიც უნდათ - ალ-ნასრის გრანდიოზული გეგმები
აზარი და მოდრიჩიც უნდათ - ალ-ნასრის გრანდიოზული გეგმები