ინდიანა პეისერსი, გოგა ბითაძე, პორტლენდი
Aa
Aa

ბითაძის 2 ქულა და ინდიანას დამაჯერებელი გამარჯვება პორტლენდთან

NBA-ს მორიგ ტურში „ინდიანამ“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და 108:99 დაამარცხა. „პეისერსმა“ ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

აღნიშნული დაპირისპირება იმით იწვევდა ინტერესს ითამაშებდა, თუ არა გოგა ბითაძე. მთავარმა მწვრთნელმა ქართველ კალათბურთელს მცირე სათამაშო დრო მისცა. გოგამ პარკეტზე 4 წუთი და 43 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა ცენტრმა 2 ქულას და 1 მოხსნას მოუყარა თავი. „ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო სტატისტიკა ბენედიქტ მატურინმა დააფიქსირა. კანადელმა კალათბურთელმა 21 წუთში 19 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, გოგა ბითაძის გუნდი „შარლოტს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული დერბი ესპანეთში - მაკფადენმა და ანდრონიკაშვილმა შერმადინს აჯობეს
ქართული დერბი ესპანეთში - მაკფადენმა და ანდრონიკაშვილმა შერმადინს აჯობეს