ანორთოსისი
Aa
Aa

კვიპროსული კარიერა არ შედგა - ჩისკო ანორთოსისიდან გაუშვეს

კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტური ჩისკო მუნიოსისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. „ანორთოსისი“ „ჩლორაკას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება 4 იანვარს გაიმართა.

ესპანელი სპეციალისტის კვიპროსული კარიერა წარუმატებელი გამოდგა. გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ჩისკო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ანორთოსისის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

„მწვრთნელს, ბატონ ჩისკო მუნიოსს აცნობეს, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება. „აეკთან“ მატჩში გუნდს ვესკო მიხაილოვიჩი უხელმძღვანელებს.“

- წერია ოფიციალურ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელი „ანორთოსისს“ სათავეში გასული წლის ოქტომბერში ჩაუდგა. ამ პერიოდის განმავლობაში, კვიპროსულმა გუნდმა 12 შეხვედრა გამართა. 3 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება - ასეთია ჩისკოს შედეგები. ამ მომენტისთვის, „ანორთოსისი“ სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიმეონე გვეუბნებოდა, რომ უბრალოდ გველოცა“ - როგორ შევაჩეროთ მესი
„სიმეონე გვეუბნებოდა, რომ უბრალოდ გველოცა“ - როგორ შევაჩეროთ მესი