გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

სეივი და გაშვებული გოლი - მამარდაშვილის ვალენსიამ კადისთან წააგო

ლა ლიგის მე-16 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „კადისს“ დაუპირისპირდა. „ღამურები“ უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხეს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ - 0:1.

ჯენარო გატუზოს ბიჭებმა მატჩი კარგად დაიწყეს და ინიციატივა მათ ხელთ იყო. შეხვედრის მე-6 წუთზე, საინტერესო მომენტი ვიხილეთ. „მამარდამ“ ფეხით ცუდად ითამაშა და საკუთარი შეცდომის გამოსასწორებლად პრაქტიკულად მოედნის ცენტრამდე მოუწია ასვლა.

ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წამში, „კადისმა“ ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კარგი კონტრშეტევა შემოგვთავაზეს და „ღამურების“ კარი რუბენ ალკარასმა დალაშქრა. მამარდაშვილს საკუთარი გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით, პირველი ტაიმის მიწურულს განვითარებული მოვლენებისას, როცა ქართველმა მეკარემ კარგი სეივი მიითვალა.

მეორე ნახევარში მატჩის სცენარი არ შეცვლილა. „ვალენსია“ ინიციატივასა და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური მომენტების შექმნა უჭირდა. „კადისის“ მეკარეს, იერემიას ლედესმას ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა 2 სეივი მაინც მოაგროვა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ამრიგად, „ვალენსიას“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „ღამურების“ მძლეველმა „კადისმა“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია და მე-17 პოზიციაზე გადავიდა. „ჩე“ მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში, „ალმერიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამაჩემი დამემუქრა დაგარტყამო“ - როგორ აღმოჩნდა გატუზო რეინჯერსში
„მამაჩემი დამემუქრა დაგარტყამო“ - როგორ აღმოჩნდა გატუზო რეინჯერსში