კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

მხოლოდ ერთ ტაიმს უყურა - რონალდუმ შესვენებაზე ალ-ნასრის სტადიონი დატოვა

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ახალმა კლუბმა, „ალ-ნასრიმ“ დღეს თავისი შეხვედრა გამართა და 2:0 იმარჯვა. 37 წლის შემტევის გუნდი „ალ-ტაეს“ დაუპირისპირდა და მატჩს კრიშტიანუც დაესწრო, რომელიც VIP ლოჟაში იმყოფებოდა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, რონალდუმ თვალი მხოლოდ პირველ ნახევარს მიადევნა. Daily Mail-ს თუ დავუჯერებთ, კრიშტიანუმ მატჩის შესვენებაზე სტადიონი დატოვა, ამას კი სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იგი ბევრმა გააკრიტიკა.

სხვათა შორის, ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მომენტი მოექცა. რონალდუ VIP ლოჟაში თავის მეგობარ, რიკი რეგუფესთან ერთად იმყოფებოდა და როცა სტადიონზე საუდის არაბეთის ჰიმნი გაჟღერდა, მასთან ლაპარაკში იყო გართული. ამის შემდეგ, იგი დაჯდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ჰიმნს ასრულებდნენ და ფეხზე წამოდგა.

საინტერესოა, რომ ადგილობრივი პრესის მიხედვით, სტადიონზე ანშლაგი იყო მოსალოდნელი და ყველა ბილეთი გაიყიდა, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა. ტრიბუნებზე ცარიელი ადგილები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა და კლუბთან დაახლოებულმა წყარომ Daily Mail-ს განუცხადა, რომ ეს რონალდუს არყოფნით აიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურიას პირველი კომენტარი ბარში მომხდარი ჩხუბის შემდეგ
ილია თოფურიას პირველი კომენტარი ბარში მომხდარი ჩხუბის შემდეგ