„შერცხვა, დარმიანმა რომ ამოკეტა და ამიტომ ვერ ივარჯიშა“ - დამცინავი პოსტები ხვიჩას მისამართით
ცნობილი იტალიური გამოცემის, Calciomercato-ს ოფიციალურ ვებგვერდზე თუ შეხვალთ, ნახავთ სტატიას, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეძღვნება. მასში „ინტერთან“ გამართული მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეა საუბარი და „კვარას“ მისამართით წამოსული დამცინავი პოსტებია თავმოყრილი.
#Kvaratskhelia non si allena, i tifosi d'Italia: 'E' per la vergogna di essere stato annullato da #Darmian' GALLERY https://t.co/ja06b2CAo1
— calciomercato.com (@cmdotcom) January 6, 2023
„თუ დღეს საღამოს კვარა დაიძინებს, ეს ორი ადამიანი დაესიზმრება“
Stasera Kvara se fa un sogno sicuramente vedrà loro 2 pic.twitter.com/mWYxMzYdLv
— ???????????? ®???????? (@GioNeroBlu) January 4, 2023
„როგორც ჩანს, საფეხბურთო ჩემპიონატმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მომდევნო მატჩებისთვის კვარას შეიარაღებული ესკორტი მოუმზადა. ნაპოლის უფლებას მისცემენ, მოედანზე 15 კაცით იყოს და აქედან 4 შეიარაღებული აგენტი იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ქართველი ხომ უნდა დაიცვას“.
Pare che la lega calcio, in accordo con il ministero dell'interno, abbia predisposto, per le prossime partite, una scorta armata in favore di kvara. Il napoli sarà cosi legittimato a giocare in 11+4 agenti armati.
— Maicuntent (@Maicuntent1986) January 5, 2023
Giusto così, lo stato deve proteggere il georgiano
„ამ წუთებში სერია A-ს საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. ეს ნაპოლის პროტესტმა განაპირობა, რომელიც გუნდმა შკრინიარისა და ბარელას მიერ კვარაზე აღებული ორი ჯარიმის გამო გამოთქვა. როგორც ჩანს, მატჩის შედეგი შეიცვლება“.
„დღეს, კვარაცხელიამ იმიტომ ვერ ივარჯიშა, რომ დარმიანმა ამოკეტა და ამის შერცხვა“.
„კვარაცხელია ინტერის წინააღმდეგ"
Kvaratskhelia vs Inter pic.twitter.com/KTSba9P9Lx
— Tío interlatam (@interlatam) January 5, 2023
ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მისი გუნდისა და „სამპდორიას“ დაპირისპირება თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.