კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა - კოხრეიძემ გრენობლი დატოვა
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარი, „გრენობლი“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი კოხრეიძეს დაემშვიდობა. ფრანგულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და „საბურთალოს“ ყოფილ კაპიტანთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურა.
???????????????????????? ???????????????????????????????????????? ????’???????????? ???????????????? ????????????????????????????????????????
— Grenoble Foot 38 (@GF38_Officiel) January 6, 2023
Le Géorgien et le GF38 ont trouvé un accord pour une rupture de contrat.
"Gio", nous te souhaitons le meilleur pour la suite de ta carrière ????????https://t.co/lLsXNE3otc pic.twitter.com/Ruv3qMuZ9W
„ქართველმა ფეხბურთელმა და გრენობლმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. შემტევმა ნახევარმცველმა ალპების დედაქალაქი დატოვა. იგი ჩვენთან 2021 წლის ზაფხულში გადმოვიდა, მაგრამ ტრავმებმა არ დაინდეს და გრენობლში წარმატებას ვერ მიაღწია. ჩვენ იგი მორცხვ, მაგრამ საყვარელ ბიჭად დაგვამახსოვრდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კოხრეიძე „საბურთალოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი (2018), თასის მფლობელი (2019) და სუპერთასის (2020) გამარჯვებული გახდა. 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გიორგი კოხრეიძემ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი შეაგდო.