ჯენარო გატუზო
Aa
Aa

„მამაჩემი დამემუქრა დაგარტყამო“ - როგორ აღმოჩნდა გატუზო რეინჯერსში

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც „რეინჯერსში“ მის ტრანსფერს უკავშირდება. ჯენარო 17 წლის იყო, როცა გლაზგოს მიაშურა და როგორც თავად განაცხადა, ეს მამამისის „დამსახურება" გახლდათ.

„გლაზგოში წასვლა არ მინდოდა. სერია B-ში 2 მატჩი მქონდა ჩატარებული და პერუჯასთან ერთად, სერია A-ში გადავედი, სადაც კონტრაქტის გარეშე, 8 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ კი იტალიის 19-წლამდე ნაკრებში ვიასპარეზე. ერთ დღეს, მამაჩემი მოვიდა და მაცნობა, რომ ჩვენს ქალაქში რეინჯერსის წარმომადგენლები ჩამოსულან და ჩემთვის კონტრაქტი შემოუთავაზებიათ. წასვლა არ მინდოდა და მამაჩემს ამის შესახებ ვუთხარი. მან მიპასუხა, რომ თანხა, რომელსაც მთავაზობდნენ, იმდენად დიდი იყო, რომ მის დაწერასაც ვერ ახერხებდა. მამაჩემის თქმით, ჩემი ხელფასი 4-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე ის თანხა, რაც მან მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიმუშავა.

მისი სიტყვების მიუხედავად, მაინც უარზე ვიყავი, რის შემდეგაც დამემუქრა, რომ თუ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი, დამარტყამდა და რეინჯერსში ასე აღმოვჩნდი. გლაზგოში ჩავედი და არავის ვიცნობდი, თუმცა 2 კვირის შემდეგ, მე უფრო შოტლანდიური იერი მქონდა, ვიდრე ადგილობრივ მოთამაშეებს“.

შეგახსენებთ, რომ გატუზომ „რეინჯერსიდან“ „სალერნიტანას“ მიაშურა, 1999 წელს კი „მილანში“ გადავიდა, სადაც კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვურჩევთ, მარადონას ვიდეოებს ხშირად უყუროს“ - Il Mattino კვარაცხელიაზე წერს
„ვურჩევთ, მარადონას ვიდეოებს ხშირად უყუროს“ - Il Mattino კვარაცხელიაზე წერს