გიორგი ხაბულიანი
Aa
Aa

ხაბულიანი ლევანტეშია - კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებს

CrystalSport-ის ცნობით, თურქული „ადანა დემირსპორთან“ 18 წლის ფორვარდი გიორგი ხაბულიანი ვალენსიაში ჩაფრინდა  „ლევანტესთან“ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს, ამ ეტაპზე მხარეები ხელშეკრულების ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

შეგახსენებთ, „ლევანტეს“ საკუთრებაში გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც იჯარით რანგით მესამე ლიგის „კასტელონში“ თამაშობს. გარდა ამისა, 2007-08 წლებში ვალენსიურ კლუბში შოთა არველაძე ასპარეზობდა.

ცნობისთვის, ხაბულიანს „ადანა დემირსპორთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. თურქულ კლუბში გადასვლამდე თბილისის „მერანისა“ და „თელავის“ ღირსებას იცავდა, 14-დან 16 წლამდე კი ესპანური „მარკეტის“ აკადემიაში ირიცხებოდა. მას ესპანეთში ცხოვრებისა და თამაშის გამოცდილება აქვს.

ხაბულიანი „მარკეტის“ აკადემიაში ასპარეზობისას

„ლევანტეს“ საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას და ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. „ასულგრანა“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციას იკავებს და ლიდერ „ლას პალმასს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ვალენსიური კლუბი მომდევნო შეხვედრას დღეს, 6 იანვარს გამართავს და „ხიხონს“ დაუპირისპირდება, რომელიც 27 ქულით მე-13 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი გვაქვს გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა“ - დი ლორენცომ ხვიჩაზე ისაუბრა
„იმედი გვაქვს გააგრძელებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა“ - დი ლორენცომ ხვიჩაზე ისაუბრა