ხულიან ალვარესი
Aa
Aa

არგენტინაში ითხოვენ, რომ ალვარესი შეყვარებულს დაშორდეს - ხულიანის უცნაური ამბავი

„მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა ფორვარდმა ხულიან ალვარესმა მუნდიალზე ბრწყინვალედ ითამაშა. მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია. მისთვის კატარში ყველაფერი იდეალურად მოხდა, თუმცა სამშობლოში დაბრუნებულს უცნაური ამბავი გადახდა.

როცა არგენტინელები ხულიანს ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ, მისი მეგობარი გოგო მარია ემილია ფერერო ქომაგებს ეუბნებოდა, რომ ხულიანთან ფოტო რამდენიმეს ერთად გადაეღო, მაგრამ თითოეულ გულშემატკივარს ალვარესთან ფოტოს გადაღება ცალკე სურდა.

„ბიჭებო, ერთი ფოტოც და უნდა წავიდეთ“ - ამბობდა ალვარესის მეგობარი გოგო.

გულშემატკივართა დიდ ნაწილს მარია ემილია ფერეროს ქცევა არ მოეწონა. ამის შემდეგ, არგეტინელებმა ხელმოწერები შეაგროვეს, რომ ხულიანი მეგობარს დაშორებოდა. 20 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

მოგვიანებით, მარია ემილიამ სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ოჯახთან ერთად სადილზე ეჩქარებოდათ და ცდილობდა, რომ ხულიანთან ერთად ქომაგებს ერთობლივი ფოტო გადაეღოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამწუხარო ინფორმაცია: ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა
სამწუხარო ინფორმაცია: ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა