შაჰინის ღირსეული ჟესტი - მსაჯი ფეხბურთელთა თავდასხმისგან იხსნა
ნური შაჰინის გაწვრთნილი „ანთალიასპორი“ კრიზისშია, გუნდი ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მე-15 ადგილზეა, ის ერთი ეპიზოდის გამო ნამდვილად შეაქეს, როცა არბიტრი მისი ფეხებურთელების შეტევისგან დაიცვა.
„ფენერბახჩემ“ ნური შაჰინის გუნდი მიჩი ბაჩუაის დუბლით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს სურდათ, რომ არბიტრტთან მისულიყვნენ, რადგან მან რამდენიმე კონტროვერსიული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შაჰინი არბიტრ კადირ საღლამს მიუახლოვდა, ხელები გაშალა და მის მოთამაშეებს მიანიშნა, რომ არბიტრთან არ უნდა მისულიყვნენ.
შაჰინის გუნდმა 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. კადირ საღლამმა წითელი ბარათი შაჰინის ასისტენტს უჩვენა.
???????? Quand Nuri Sahin protège les arbitres... de ses propres joueurs !
— beIN SPORTS (@beinsports_FR) January 4, 2023
???? C'est complètement dingue ! pic.twitter.com/2i47M9Dw9c
2021 წლიდან შაჰინი თურქული გუნდის მთავარი მწვრთნელია. 34 წლის სპეციალისტი ასაკის მიუხედავად დიდ გამოცდილებას იძენს. მის შესახებ „დორტმუნდის“ ყოფილი მეკარე რომან ვაიდენფელერი საუბრობს:
„მოედანზე ის ფიქრობდა, როგორც სტრატეგი, როგორც გუნდის წინამძღოლი. პლუს, მან ბევრი იურგენ კლოპისგან, ტუხელისგან და სხვა ბრწყინვალე მწვრთნელებისგან ისწავლა, რომლებთან ფეხბურთელობისას მუშაობდა. ვფიქრობ, ის წარმატებული მწვრთნელი იქნება“.
საინტერესოა, რომ 2015 წელს, ფეხბურთელობისას მის ყოფილ კლუბს, სამოყვარულო ლიგაში მოასპარეზე „მაინერცაგენს“ ფინანსურად დაეხმარა. გარდა ამისა, გუნდის სამწვრთნელო შტაბის მუშაობაში ჩაერთო და პერიოდულად გუნდის ვარჯიშებს ესწრებოდა, სადაც მისი ძმა უფუკიც მუშაობდა. 2015-16 წლების სეზონის პირველ ნახევარში ნური შაჰინს ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა, ამ პერიოდში „მაინერცაგენის“ გუნდის სავარჯიშო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა და გუნდის წარმომადგენლებს კონსულტაციას სხვადასხვა თემებზე უწევდა.