ტომას ტუხელი
Aa
Aa

იტალიური მედია: ტუხელი ხავის შეცვლის მთავარი კანდიდატია

„კალჩომერკატოვების“ ინფორმაციით, „ბარსელონა“ ხავის პოტენციურ შემცვლელად ტომას ტუხელს განიხილავს. „ბარსელონას“ მმართველები ხავის მუშაობით კმაყოფილები არ არიან. იმ შემთხვევაში, თუ „ბარსელონა“ ლა ლიგას მიმდინარე სეზონში ვერ მოიგებს, ხავის მოხნის შესაძლებლობა დიდია.

ლა ლიგაში 15 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ 38-38 ქულით პირველ ადგილზე არიან.

რაც შეეხება 49 წლის ტომას ტუხელს, 2021 წელს „ჩელსი“ ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, თუმცა გასულ წელს წარუმატებელი შედეგების გამო პოსტი დაატოვებინეს. გასულ თვეში BILD-ი იუწყებოდა, რომ ტუხელი ესპანურს სწავლობს და ცდილობს მაქსიმალურად მალე აითვისოს ესპანური ენა. BILD-მა ტუხელი „ბარსასა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუკავშირა.

ტომას ტუხელს ბუნდესლიგის გარდა საფრანგეთსა და ინგლისში უმუშავია. „ჩელსიში“ დანიშვნამდე პსჟ-ს წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ: „საუდის არაბეთს ძალიან, ძალიან ძლიერი ჩემპიონატი აქვს“
კრიშტიანუ: „საუდის არაბეთს ძალიან, ძალიან ძლიერი ჩემპიონატი აქვს“