სამწუხარო ინფორმაცია: ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა
ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1990 წლის მუნდიალის ბრინჯაოს პრიზიორი პანკრეასის სიმსივნეს ებრძოდა. მას დიაგნოზი 2021 წლის დეკემბერში დაუსვეს. სამწუხაროდ, ერთწლიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.
ჯანლუკა ვიალის „კრემონეზეში“ (1980-84), „სამპდორიაში“ (1984-92), „იუვენტუსსა“ (1992-96), „ჩელსიში“ (1996-99) უთამაშია. 1990-91 წლების სეზონში სერია ა „სამპდორიასთან“ ერთად მოიგო, 1994-95 წლების სეზონში კი - ტურინულ გრანდთან.
ვიალიმ „სამპდორიასთან“ ერთად ევროპული ტიტული, თასების მფლობელთა თასი მოიგო (1989-90). იტალიელი ფორვარდი 1990-91 წლების სეზონში 19 გოლით სერია ა-ს ბომბარდირი გახდა.
„ჩელსიში“ ასპარეზობის პერიოდში ჯანლუკა ვიალის თანაგუნდელი ქართველი რატი ალექსიძე იყო. მოგვიანებით, ვიალი „ჩელსის“ მოთამაშე-მწვრთნელი გახდა, 1999-2000 წლებში კი მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით „არისტოკრატებმა“ შემდეგი ტიტულები მოიგეს: ინგლისის ასოციაციის თასი (1999-00), ინგლისის ლიგის თასი (1997-98), ჩერითი შილდი (2000), თასების მფლობელთა თასი (1997-98), ევროპის სუპერ თასი (1998).
2001-02 წლებში ვიალი „უოტფორდს“ წვრთნიდა.
Gianluca Vialli, the former Italy and Chelsea striker, has died aged 58 after a long battle with pancreatic cancer. pic.twitter.com/d1yq69hhH3
— Sky Sports News (@SkySportsNews) January 6, 2023