ბექჰემის საოცარი ბიზნეს გათვლები - როგორ იშოვა 500 მილიონი
როგორც Sportbible წერს, დევიდ ბექჰემი ბევრმა მასხრად აიგდო, როცა 31 წლის ასაკში MLS-ში, „ლა გალაქსიში“ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა მის კონტრაქტში ორი პუნქტი არსებობდა, რაც ინგლისელს დაეხმარა, რომ 500 მილიონი აშშ დოლარი გამოემუშავებინა. ამასთან დაკავშირებით ესპანელი ჟოე პომპლიანო წერს.
დევიდ ბექჰემს უფლება ჰქონდა, რომ MLS-ის ყველა გუნდთან მოლაპარაკება გაემართა შემოსავლებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა საფეხბურთო მატჩზე გაყიდული ბილეთების, გაყიდული პროდუქტებისა და სპონსორებისგან მიღებულ თანხას. ამ თანხის გარკვეულ ნაწილს „მან. იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი იღებდა კონკრეტულ გუნდთან მოლაპარაკებით. საბოლოო ჯამში, დევიდმა 255 მილიონი ხუთ წელიწადში გამოიმუშავა. გარდა ამისა, ყოველწლიური ხელფასის სახით 50 მილიონს იღებდა. დევიდი კალიფორნიაში ყოფნის პერიოდში მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.
მას შემდეგ რაც დევიდ ბექჰემი MLS-ში გადავიდა, მას შემდეგ MLS-ის წლიური სატელევიზიო პაკეტის ღირებულება 8 მილიონიდან 250 მილიონამდე გაიზარდა (2006 წლიდან დღემდე).
6) David Beckham brought immense growth to MLS.
— Joe Pompliano (@JoePompliano) January 4, 2023
Attendance is up 40% since his arrival, and MLS has seen its annual TV deal go from $8 million in 2006 to $250 million today — that's a 3,025% increase.
And more importantly, the league has expanded. pic.twitter.com/cjyv6iFBea
გარდა ამისა, დევიდ ბექჰემს მოლაპარაკება ჰქონდა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ MLS-ის გუნდი 25 მილიონ აშშ დოლარად ეყიდა, რაც მისი მხრიდან გენიალური მოქმედება იყო, რომ MLS-ის ეკონომიკური განვითარება გაგრძელებულიყო. შედარებისთვის, 2019 წელს MLS-ის გაფართოების კუთხით, „სენტ. ლუისის“ კლუბის მმართველებმა 200 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს, „შარლოტეს“ ბოსებმა კი - 325 მილიონი აშშ დოლარი.
დევიდ ბექჰემის ამჟამინდელი კლუბის „ინტერ მაიამი“ MLS-ში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია, 585 მილიონი ღირს. ინგლისელმა კი ამ გუნდისთვის მხოლოდ 25 მილიონი გადაიხადა.
9) David Beckham's team, Inter Miami CF, officially played its first game on March 1st, 2020.
— Joe Pompliano (@JoePompliano) January 4, 2023
And here's the craziest part:
Inter Miami CF is already the 10th most valuable MLS club at $585 million.
That's 2,240% more than the $25 million expansion fee. pic.twitter.com/oRTuLjLTKG
ასევე, ახლა როცა საშუალო MLS-ის ფრანჩაიზის ღირებულება 582 აშშ დოლარია, 2008 წელს მხოლოდ 37 მილიონი აშშ დოლარი იყო.