ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

ბრაის მიტჩელი: „ილია ძალიან მაგარია, თებერვლამდე უნდა მომეცადა“

UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, ბრაის მიტჩელმა ილია თოფურიასთან გამართულ ჩხუბზე და მისი დასრულების შემდეგ, გაკეთებულ კომენტარზე ისაუბრა. „ელ მატადორთან“ მარცხის შემდეგ, მიტჩელი კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა და ამბობდა, რომ ამ ტკივილის ატანა აღარ შეეძლო. ESPN-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრაისმა სწორედ ამ სიტყვებზე ილაპარაკა და განმარტება გააკეთა.

„ბრძოლის შემდეგ, დამოუკიდებლად ფეხზეც ვერ ვდგებოდი და ჭკვიანურ რაღაცებს ნამდვილად არ ვამბობდი. როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, ხვდები, რომ რაციონალურად ვერ ფიქრობ და ნორმალურად ვერ აზროვნებ. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან თუ ეს ჩემი თავის საუკეთესო ვერსია იყო, მაშინ კარიერა აუცილებლად უნდა დამესრულებინა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია არ მიჩვენებია და ბრძოლის დაწყებისთანავე დაღლილი ვიყავი. ეჭვი არ მეპარება, რომ მეტი შემიძლია და ახლა იმ ჩხუბზე და ჩემს მომავალზე განსხვავებული მოსაზრება მაქვს.

ბრძოლის მიმდინარეობისას სუნთქვა მიჭირდა და ბევრი დარტყმა მივიღე, მაგრამ ოქტაგონზე მაინც კომფორტულად ვიყავი და ეს ერთი წამითაც არ შეცვლილა. ჩხუბამდე გრიპი მქონდა და მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი, მაინც გავიმარჯვებდი. ძალიან ნელი ვიყავი და თებერვალს უნდა დავლოდებოდი. თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ და მეტოქისადმი უპატივცემულობას არ გამოვხატავ. ილია ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრამ ხალხი იმსახურებს, რომ სიმართლე იცოდეს და გრიპმა ჩემზე ცუდად იმოქმედა“.

შეგახსენებთ, რომ ილიამ მიტჩელი დააფინიშა და მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ბრაისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ელ მატადორი“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში შევიდა და სურს, მისი მომდევნო მეტოქე ბრაიან ორტეგა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იცოდა, რომ კონკურენტებად მამარდა და იაგო ჰყავდა“ - გატუზომ რივეროზე ისაუბრა
„იცოდა, რომ კონკურენტებად მამარდა და იაგო ჰყავდა“ - გატუზომ რივეროზე ისაუბრა