გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ცრვენა ზვეზდა მიქაუტაძით ინტერესდებოდა - სერბებს დანებება მოუწიათ

„ცრვენა ზვეზდა“, რომლის რიგებში ირაკლი აზაროვი თამაშობს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელით, გიორგი მიქაუტაძით იყო დაინტერესებული. ამ ინფორმაციას სერბული პრესა ავრცელებს და წერს მიზეზს, რომლის გამოც, „წითელ ვარსკვლავს“ დანებება მოუწია.

როგორც ირკვევა, „ცრვენა ზვეზდას“ „მეცის“ ფორვარდის, იბრაჰიმა ნიანეს გადაბირება სურს და მიზანთან ძალიან ახლოსაა. სერბული კლუბი 2 მილიონ ევროს გადაიხდის და მისი ხელმძღვანელები ნიანეს გარდა, მიქაუტაძესაც აკვირდებოდნენ, მაგრამ მასზე უარის თქმა ფინანსური საკითხების გამო მოუწიათ.

სერბული პრესის ცნობით, „მეცი“ ქართველ შემტევს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასხვისებს, თუ მის სანაცვლოდ 4-5 მილიონ ევროს მიიღებს. „ცრვენა ზვეზდასთვის“ ეს ძალიან დიდი თანხაა და ამ ეტაპზე მიქაუტაძის გადასაბირებლად საჭირო ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. გიორგიმ საფრანგეთის თასის ეგიდით, 2 მატჩი გამართა და 1 გოლი და ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ობობის ქსელში გაეხვია“ - იტალიაში ხვიჩას თამაშს აფასებენ
„ობობის ქსელში გაეხვია“ - იტალიაში ხვიჩას თამაშს აფასებენ