გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„იცოდა, რომ კონკურენტებად მამარდა და იაგო ჰყავდა“ - გატუზომ რივეროზე ისაუბრა

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრაში, იტალიელმა სპეციალისტმა ძირითადში გიორგი მამარდაშვილი დააყენა, 77-ე წუთზე კი შეცვლაზე იაგო ერერინი შეიყვანა, რამაც გუნდის მესამე მეკარის, კრისტიან რივეროს გაბრაზება გამოიწვია.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე გატუზოს ამ საკითხის შესახებ ჰკითხეს და ჯენარომ ჟურნალისტებს ასეთი პასუხი გასცა: „როცა კრისტიანი გუნდში დარჩა, იცოდა, რომ კონკურენტებად მამარდაშვილი და იაგო ჰყავდა. მას ვესაუბრე და ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. ნორმალურია, რომ ბრაზდება, მაგრამ ფეხბურთელებს პატივს ვცემ და მათაც იგივე უნდა გააკეთონ“.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის, „კადისის“ წინააღმდეგ გამართავს. „ღამურებს“ „მესტალიაზე“ ვიხილავთ და მატჩი თბილისის დროით, 00:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ობობის ქსელში გაეხვია“ - იტალიაში ხვიჩას თამაშს აფასებენ
„ობობის ქსელში გაეხვია“ - იტალიაში ხვიჩას თამაშს აფასებენ