ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი, მილუოკი ბაქსი
Aa
Aa

მამუკელაშვილს 10 წუთი დაუთმეს - მილუოკიმ ტორონტოსთან გაიმარჯვა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით, 104:101 გაიმარჯვა.

ქართველ კალათბურთელს შეხვედრაში 10 წუთამდე დაეთმო და შედეგიანი სროლის განხორციელება ვერ შეძლო. სანდრომ მატჩი 0 ქულით დაასრულა, თუმცა საკუთარ აქტივში 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ქართველ კალათბურთელს ქულის აღება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, მაგრამ პერიმეტრიდან ნასროლი 3-ქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა. ამასთან, მამუკელაშვილმა ერთი პერსონალური ფოლიც მიიღო.

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი კი იანის ანტენტოკუნმპო გახდა, რომელმაც მოედანზე გატარებულ არასრულ 40 წუთში სამმაგი დუბლი შემოგვთავაზა. ბერძენმა კალათბურთელმა 30 ქულა ჩააგდო, 21-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი და 10 შედეგიანი გადაცემაც განახორციელა. სტუმართა შემადგენლობაში გამორჩეული იყო ბობი პორტისიც, რომელმაც მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 14 ქულა, 12 მოხსნა.

მასპინძელთა რიგებიდან კი ფრედ ვანველტი გამოირჩა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 46:50 წუთში 28 ქულა, 8 მოხსნა და 12 ასისტი შეასრულა.

38 ტურის შემდეგ, „მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 25 მოგებით და 13 მარცხით მეორე ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, საკუთარ მოედანზე „შარლოტ ჰორნეთის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეჟანიშვილის 6 ქულა და გამორჩეული მომენტი NBA-ს განვითარების ლიგაში
ბეჟანიშვილის 6 ქულა და გამორჩეული მომენტი NBA-ს განვითარების ლიგაში