იუვენტუსი, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

დამაჯერებელი ლოჩოშვილი - კრემონეზე იუვენტუსთან მაინც დამარცხდა

სერია ა-ს მორიგ ტურში „კრემონეზემ“ „იუვენტუს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 0:1 წააგო. ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილი ვიხილეთ, რომელსაც წინ დიდი გამოცდის ჩაბარება უწევდა.

შეიძლება ითქვას, ქართველმა ფეხბურთელმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვა. ლუკა მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებელი იყო და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს რეალური მომენტის შექმნის საშუალებას არ აძლევდა.

„კრემონეზე“ ბოლო წუთამდე კარგად გამოიყურებოდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. რიგ ეპიზოდებში „იუვენტუსი“ შესნიმ გადაარჩინა, ხოლო ორჯერ ბურთი კარის ძელს მოხვდა. შეიძლება ითქვას, რომ „კრემონეზეს“ ერთი ქულის აღება თავისუფლად შეეძლო.

მატჩში ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში არკადიუშ მილიკმა ჯარიმიდან გაიტანა. ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „კრემონეზეს“ 7 ქულა დარჩა და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. „ბებერი ქალბატონი“ კი 34 ქულით მე-3 ადგილზე მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გრიგალაშვილი: მსოფლიოს მეფე“ - EJU ტატოზე წერს
„გრიგალაშვილი: მსოფლიოს მეფე“ - EJU ტატოზე წერს