პოლ პოგბა, კარიმ ბენზემა, ანტუან გრიზმანი, დიდიე დეშამი, ოლივიე ჟირუ
Aa
Aa

ცნობილია ის ფეხბურთელები, რომლებსაც ბენზემას ნაკრებში დაბრუნება არ უნდოდათ

კატარში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიმ ბენზემა ვერ ვიხილეთ. თავდაპირველად, ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს ტრავმა ჰქონდა და „მამლების“ სამედიცინო შტაბმა მას მკურნალობა მადრიდში ურჩია.

სულ მალე, კარიმი გამოჯანმრთელდა და პლეი-ოფიდან ნაკრების დახმარება შეეძლო, მაგრამ ის დეშამმა არ დააბრუნა და ამას დიდი ვნებათა ღელვა მოყვა.

გავლენიანი ჟურნალისტი რომან მოლინა ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ დეშამს ბენზემას გამოძახება თავიდანვე არ უნდოდა, მაგრამ იძულებული იყო ეს გაეკეთებინა, რადგან კარიმს „რეალში“ საოცარი სეზონი ჰქონდა.

გამოძახების შემდეგ, ცნობილი გახდა, თუ ვინ იყვნენ „ბლანკოსის“ „ცხრიანის“ წინააღმდეგ. გრიზმანს, პოგბას, ლორისს და ჟირუს ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში ხილვა არ სურდათ.

ყველაზე მეტს კი გრიზმანი აპროტესტებდა. „როხიბლანკოს“ შემტევი თვლიდა, რომ კარიმი მხოლოდ თავის თავს აქცევდა ყურადღებას და ამას ნათლად გამოხატავდა. ეს კი ნაკრების წარმატებას ხელს შეუშლიდა. ანტუანი ასევე თვლიდა, რომ ბენზემა მათ სხვა რეალითი შოუს ვარსკვლავებად აღიქვამდა და არა თანაგუნდელებად.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მუნდიალის ფინალში გავიდა, სადაც არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენას სთხოვდნენ - რონალდუს მიმართ სკანდალი არ წყდება
მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენას სთხოვდნენ - რონალდუს მიმართ სკანდალი არ წყდება