რომა, ფრანჩესკო ტოტი
Aa
Aa

საეჭვო ტრანზაქციები - ტოტის ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

იტალიური გაზეთის La Verità-ს თანახმად, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება „რომასა“ და იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრანჩესკო ტოტის აკვირდება.

წყარო წერს, რომ ფრანჩესკოს საბანკო ამონაწერში საეჭვო ტრანზაქციები ფიქსირდება, რომელიც ბუქმეიკერულ კომპანიებთან არის კავშირში.

მოხსენების თანახმად, ტოტიმ გასული წლის აგვისტოში „რომას“ ყოფილი ფეხბურთელის დედამთილს 80 000 ევრო გადაურიცხა. აღნიშნული პიროვნება ფრანჩესკოსთან მეტად დაახლოებული პირია. იმავე დღეს, თანხა ტოტის მეგობარსაც ჩაერიცხა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

რა თქმა უნდა, ყოფილ ფეხბურთელს კარიერის დასრულების შემდეგ, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღების სრული უფლება აქვს, მაგრამ სამართალდამცავებს ბევრი რამ აეჭვებთ.

La Verità-ს ცნობით, არსებობს უფრო დიდი ტრანზაქციები. საუბარი მილიონებზეა. იდენტიფიცირებულები არიან ტოტი და მისი მეგობარი, რომლის ინიციალები დ.მ. გახლავთ. ასევე გამომჟღავნდნენ კომპანიები, რომლებიც ლას ვეგასში, მონტეკარლოში და ლონდონში კაზინოებს ფლობენ. საუბარი Malta Limited,  და Sa.Pa SRL-ზე გახლავთ. აღნიშნულ კომპანიებს კი ფრანჩესკო ტოტის მეგობრის სახელი უკავშირდება.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის გარემოცვავ ეს ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ ტოტიმ მონტეკარლოში მხოლოდ იმ დღეების საფასური გადაიხადა, რომელიც მან აგვისტოში გართობის მიზნით გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენას სთხოვდნენ - რონალდუს მიმართ სკანდალი არ წყდება
მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენას სთხოვდნენ - რონალდუს მიმართ სკანდალი არ წყდება