მანჩესტერ იუნაიტედი, დავიდ დე ხეა
Aa
Aa

ხელფასის შემცირებას დათანხმდა - დე ხეა კონტრაქტს გაახანგრძლივებს

დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდოდა. ესპანელ კარის დარაჯს საკუთარ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება და ხელმძღვანელობა ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობდა.

ამის მთავარ პრობლემად დავიდის კოლოსალური ანაზღაურება სახელდებოდა. 32 წლის კარის დარაჯს კვირაში 350 000 ევრო აქვს. ავტორიტეტული გამოცემა Telegraph ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ დე ხეა კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის შემცირებაზე დათანხმდა. ეს კი ახალი კონტრაქტის გაფორმების საწინდარია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხაზეა საუბარი, მაგრამ დავიდს „იუნაიტედში“ დარჩენა მართლაც ძალიან სურს. თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, მოლაპარაკება სულ მალე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მეკარე „წითელ ეშმაკებს“ 2011 წლის ზაფხულში მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეუერთდა. დღემდე დე ხეამ „მანჩესტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 510-ჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი დარტყმა ლივერპულისთვის - ვან დეიკის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა
დიდი დარტყმა ლივერპულისთვის - ვან დეიკის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა