ვირჯილ ვან დეიკი
Aa
Aa

დიდი დარტყმა ლივერპულისთვის - ვან დეიკის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა

იურგენ კლოპის „ლივერპულს“ პრობლემები არ ელევა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მერსისაიდელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვირჯილ ვან დეიკი გაურკვეველი ვადით გამოაკლდათ და ზუსტი დრო თუ ნიდერლანდელი რამდენ ხანს იუქმებს, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

„წითლების“ უკანახაზელმა ტრავმა „ბრენტფორდთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. ნიდერლანდელმა ბარძაყის უკანა კუნთი იტკინა და როგორც გაირკვა, მისი ტრავმა ბევრად მძიმე გამოდგა, ვიდრე კლუბი ვარაუდობდა.

ვან დეიკს დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს და Mirror-ს თუ დავუჯერებთ, ვირჯილი რამდენიმე კვირას გამოტოვებს. „ფუტკრებთან“ გამართულ დაპირისპირებაში, იგი ჯოელ მატიპმა ჩაანაცვლა და სავარაუდოდ, კლოპი ცენტრალურ მცველებად იბრაჰიმა კონატესა და მატიპს გაამწესებს, ჯო გომესი კი მათი შემცვლელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ 28 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილს იკავებს. „წითლებს“ მომდევნო შეხვედრა 14 იანვარს ელის და „ბრაიტონს“ გაეჯიბრება, რომელიც 27 ქულით მე-8 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილებები საფეხბურთო წესებში - გერმანელი არბიტრის იდეები
ცვლილებები საფეხბურთო წესებში - გერმანელი არბიტრის იდეები