ლიონელ მესი, სერხიო აგუერო
Aa
Aa

აგუერო: „მესის მხრებით ტარება მარტივი არ ყოფილა, ზურგი ძალიან მეტკინა“

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. აგუერომ აღიარა, რომ ლიონელ მესის მხრებით ტარება მარტივი არ ყოფილა და იყო მომენტი, როცა საავადმყოფოში მოხვედრის შეეშინდა.

„მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მხრებით ვატარე, თუმცა ზურგი ძალიან მეტკინა. როცა მესი ავწიე, ჩემს თავს ვუთხარი: „ჯანდაბა, ის მსუბუქი ნამდვილად არაა“. ერთ მომენტში, მივხვდი, რომ მისი ტარება აღარ შემეძლო და რომ შემოვტრიალებულიყავი, საავადმყოფოში აღმოვჩნდებოდი. ლეო მიხვდა, რა მდგომარეობაში ვიყავი, ერთმანეთს შევხედეთ და ვუთხარი: „მსოფლიო ჩემპიონი ხარ, მაგრამ ზურგი მტკივა“. ამის შემდეგ, მესი ჩამოვიდა და ზეიმი განაგრძო.

ჩემპიონობის შემდეგ, ძალიან ბევრი დავლიე. არაფერი მქონდა ნაჭამი და ალკოჰოლმა ჩემზე სწორედ ამიტომ იმოქმედა. მსოფლიო ჩემპიონები ვიყავით და თუ რამე უნდა დამმართოდა, დაე, ეს იქ მომხდარიყო. მახსოვს, ლეო გამიბრაზდა და მითხრა, შემეწყვიტა, მაგრამ ეს როგორ გამეკეთებინა, როცა მსოფლიოს ჩემპიონები და უბედნიერესი ადამიანები ვიყავით“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა მესამედ იზეიმა, მუნდიალის ოქროს ბურთის მფლობელი კი ლიონელ მესი გახდა. ოქროს ბუცი კილიან მბაპეს ერგო, რომელმაც ტურნირი 8 გოლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ მატჩის ძალიან მეშინოდა“ - გატუზომ ახსნა მამარდა რატომ ათამაშა
„ამ მატჩის ძალიან მეშინოდა“ - გატუზომ ახსნა მამარდა რატომ ათამაშა