პელე, მარაკანა
Aa
Aa

მარაკანასკენ მიმავალ გზას პელეს სახელი დაერქმევა

82 წლის ასაკში პელე გარდაიცვალა. ლეგენდარული ბრაზილიელი გუშინ, 3 იანვარს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიაზე, ჯანი ინფანტინომ ყველა ქვეყანას მოუწოდა, რომ ქვეყანაში არსებულ თითო სტადიონს პელეს სახელი დაარქვან.

ეს იდეა ბრაზილიელ პოლიტიკოსს ედუარდო პაისს მოეწონა და გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ბოლომდე ინფანტინოს თხოვნა არ გაითვალისწინა.

პაესი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ლეგენდარული სტადიონის „მარაკანას“ მიმავალ ტერიტორიას პელეს სახელი დაერქმევა ეს მისი სულის პატივსაცემად მოხდება. ოფიციალურად ეს ყველაფერი კი დღეს, 4 იანვარს მოხდება. ამ საკითხზე უკლებლივ ყველა ბრაზილიური გამოცემა დაწერს.

შეგახსენებთ, რომ „მარაკანა“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და დიდი სტადიონია. აღნიშნულ სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის ორი ფინალი ჩატარდა. 1954 და 2014 წელს. „მარაკანა“ ჟურნალისტ მარიო ფილოს პატივსაცემად დაერქვა, რომელიც მის მშენებლობაში 1940-იან წლებში მონაწილეობას იღებდა. ფილოს მეტსახელი კი სწორედ "მარაკანა" იყო.

ბრაზილიურ მედიაში არის მოწოდებები, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას სურს, რომ პელეს სახელი პირდაპირ „მარაკანას“ დაერქვას, მაგრამ ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი წინსვლა არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
80 მილიონი ლაუტაროსთვის - ინტერი რეალის შეთავაზებას ელოდება
80 მილიონი ლაუტაროსთვის - ინტერი რეალის შეთავაზებას ელოდება