ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას მე-4 მშრალი მატჩი - ვალენსიას დამაჯერებელი გამარჯვება

ესპანეთის სამეფო თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა „ვალენსიამ“ სტუმრად რანგით მესამე ლიგის „ლა ნუსიას“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში მესამე წუთზე კლუივერტმა გახსნა. 31-ე წუთზე მორიბამ ანგარიში ორამდე გაზარდა. მესამე გოლი უგო დურომ 72-ე წუთზე შეაგდო.

ამ გამარჯვებით გიორგი მამარდაშვილის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველმა მეკარემ „ღამურების“ სასტარტოში ითამაშა, 78-ე წუთზე 34 წლის იაგო ერერინმა შეცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მამარდაშვილს საუკეთესო თვისებების გამოვლენა არ დასჭირდა, „ლა ნუსიას“ მამარდაშვილის კარისკენ ერთი სახიფათო დარტყმაც არ შეუსრულებია. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის აქტივში 1 „სეივია“.

22 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15-ვე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. კარი მშრალად სამ შეხვედრაში შეინახა („ჟირონასთან“, „სელტასთან“, „ბეტისთან“). გარდა ამისა, მისი წყალობით გუნდი გოლს არაერთხელ გადაურჩა.

მამარდაშვილმა ესპანეთის სამეფო თასის მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ლა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩების გათვალისწინებით, ქართველის ანგარიშზე მე-4 მშრალი შეხვედრაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია მთავარი საფრთხეა - ინტერი ხვიჩასთვის განსაკუთრებულად ემზადება
კვარაცხელია მთავარი საფრთხეა - ინტერი ხვიჩასთვის განსაკუთრებულად ემზადება