“ბედნიერი და ამაყი ვარ“ - ალ ნასრიმ რონალდუ წარადგინა
როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრის“ ფეხბურთელი გახდა. დღეს, საუდის არაბეთში მისი პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ვეტერანმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა რონალდუმ?
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ვამაყობ, რომ ასეთი დიდი გადაწყვეტილება მივიღე. ევროპაში ჩემი საფეხბურთო საქმიანობა დასრულდა. ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვან კლუბებში ვთამაშობდი. აქ გადმოსვლა კი ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მოხარული ვარ, რომ „ალ ნასრიმ“ ამის შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, მაგალითს ახალ თაობას მივცემ. ბედნიერი და ამაყი ვარ.
როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ოჯახი გვერდში დამიდგა და მხარი დამიჭირა. განსაკუთრებით ჩემმა შვილებმა.. ისინი ბედნიერები არიან. გუშინდელი დახვედრა საოცარი იყო. აქ თავი კარგად ვიგრძენით. მიხარია, რომ აქ ხალხს მე და ჩემი ოჯახი ვუყვარვართ. გარდა საფეხბურთო მიზნებისა, მსურს, რომ ახალი თაობის მენტალიტეტი შევცვალო. უნიკალური ფეხბურთელი ვარ. უამრავი რეკორდი მოვხსენი და ამის კეთებას აქაც გავაგრძელებ.
შემოთავაზებები ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან და ამერიკიდან მქონდა, მაგრამ ამ კლუბს სიტყვა მივეცი. ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ვიცი, რაც მინდა. კარგი შანსი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილებით და ცოდნით ბევრ ადამიანს დავეხმარო. აქ ქალთა ფეხბურთის განვითარებაც მსურს. ამ მიზეზების გამო მსურდა არაბეთში გადმოსვლა. ვიცი, რომ აქაური ლიგა საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ბევრმა არ იცის, მაგრამ მე ბევრ თამაშს ვუყურე და ყველაფერში გავერკვიე. მწვრთნელი თუ გადაწყვეტს ხვალვე ვითამაშებ."
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ არაბულ კლუბთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი წელიწადში ანაზღაურების სახით 200 მილიონ ევროს მიიღებს.