ხვიჩა კვარაცხელია, რაჯა ნაინგოლანი
Aa
Aa

ნაინგოლანი: „კვარა ნამდვილი აღმოჩენაა“

ბელგიელმა ფეხბურთელმა, რაჯა ნაინგოლანმა „ნაპოლიზე“ ისაუბრა. „ინტერისა“ და „რომას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა და მას სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის „უდიდესი სიურპრიზი“ უწოდა.

„ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზა ნაპოლიზე ცუდად იმოქმედებს, რადგან პარტენოპეი იყო გუნდი, რომელსაც საუკეთესო ბალანსი ჰქონდა ნაპოვნი. თამაშის ხელახლა პოვნა ბუნებრივი მოვლენა უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად განვითარდეს. აუცილებელია ვთქვათ, რომ ნაპოლი საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდა და სპალეტის ბიჭების ასპარეზობით თითოეული გულშემატკივარი უდიდეს სიამოვნებას იღებდა.

ვინ არის მთავარი სიურპრიზი? კვარაცხელია! ის ნამდვილი აღმოჩენა იყო, რომელიც ნაპოლის თავკაცმა საუკეთესოდ გამოიყენა, თუმცა გუნდიც შესანიშნავად მუშაობს და იცის, ლამაზად და ეფექტურად როგორ გადაადგილდეს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი - ვალენსია ვილიარეალთან მაინც დამარცხდა
მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი - ვალენსია ვილიარეალთან მაინც დამარცხდა