ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

რას აპირებს ფელიქსი - მისით ევროპული ფეხბურთის გრანდები ინტერესდებიან

„ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა, ჟოაუ ფელიქსმა შესაძლოა, მადრიდული გრანდი დატოვოს. პორტუგალიელი შემტევით ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდი ინტერესდება და მის აგენტს, ჟორჟე მენდეშს მათთან რეგულარული კონტაქტი აქვს.

The Athletic-ის ცნობით, მენდეში „არსენალს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ დაუკავშირდა. „ლურჯები“ ჯერჯერობით ენცო ფერნანდესის ტრანსფერზე არიან ორიენტირებული, „მეთოფეები“ და „წითელი ეშმაკები“ კი ფელიქსის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.

ბრიტანული პრესის მიხედვით, „ატლეტიკო“ მის სანაცვლოდ 130-140 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მზადაა, იჯარასაც დათანხმდეს. The Athletic-ის მიხედვით, საუბარი 15 მილიონი ევროს ოდენობის გარიგებაზეა და კლუბმა, რომელიც მას ინათხოვრებს, ფელიქსის ხელფასის ნაწილიც უნდა დაფაროს, რომელიც 6 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანური Relevo-ს მიხედვით, არის შანსი, 23 წლის ფეხბურთელი „ატლეტიკოში“ დარჩეს. მადრიდელები თვლიან, რომ მას გუნდის დახმარება კვლავინდებურად შეუძლია და მისი იმედი არ დაუკარგავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი - ვალენსია ვილიარეალთან მაინც დამარცხდა
მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი - ვალენსია ვილიარეალთან მაინც დამარცხდა