ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, რობერტო მანჩინი
Aa
Aa

მანჩინის კვარაზე ინფორმაცია 5 წლის წინ ჰქონდა - კონტემ მის შეძენაზე უარი თქვა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „სკუადრა აძურას“ თავკაცმა ინტერვიუ La Gazzetta dello Sports-ს მისცა და განაცხადა, რომ „კვარაზე“ ინფორმაცია წლების წინ ჰქონდა.

„ჩემმა შვილმა, ანდრეამ 5 წლის წინ მითხრა, რომ ხვიჩა ფენომენი იყო და ის მართალი აღმოჩნდა. დღევანდელ ფეხბურთში, მეტოქეების შესახებ ყველაფერი ვიცით, მაგრამ თუ ძლიერი ხარ, ეს არ გეკარგება. თუ მოწინააღმდეგე არ გაძლევს საშუალებას, ითამაშო კონკრეტულ სტილში, მაშინ სხვა რაღაცას აკეთებ“.

საინტერესოა, რომ იმავე La Gazzetta dello Sport-მა კვარაცხელიას ძველ მსურველებზე დაწერა და განაცხადა, რომ „რუბინში“ ყოფნისას, მისით „ინტერიც“ ინტერესდებოდა. იტალიური გამოცემის მიხედვით, ხვიჩას „ნერაძურიში“ გადასვლის ალბათობა არსებობდა, თუმცა მასზე უარი ანტონიო კონტემ თქვა, რადგან „კვარას“ სტილის მქონე შემტევი გარემარბი მის სათამაშო სქემაში არ ჯდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს მოედანზე მალე ვიხილავთ. ხვალ, თბილისი დროით, 23:45-ზე, „ნაპოლი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი - ვალენსია ვილიარეალთან მაინც დამარცხდა
მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩი - ვალენსია ვილიარეალთან მაინც დამარცხდა