კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

MARCA: „რონალდუ იმედოვნებდა, რომ რეალი წინადადებით მიმართავდა“

MARCA-ს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ „მან. იუნაიტედის“ დატოვების შემდეგ იმედოვნებდა, რომ მადრიდის „რეალი“ წინადადებით მიმართავდა, თუმცა ასე არ მოხდა. 37 წლის პორტუგალიელს ევროპაში დარჩენის დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა ასევე იაზრებდა, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო.

2022 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ რონალდუ „რეალის“ ბაზაზე ვარჯიშობდა, ამ პერიოდში იმედი ჰქონდა, რომ „რეალი“ კონტრაქტს შესთავაზებდა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდუმ „რეალში“ ფანტასტიკური წლები გაატარა და ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო, „რეალისგან“ წინადადება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რონალდუმ „რეალში“ 2009-18 წლებში ითამაშა, ლა ლიგა მხოლოდ ორჯერ მოიგო (2011-12, 2016-17), თუმცა ჩემპიონთა ლიგის თასი ოთხ სეზონში აღმართა (2013-14, 2015-16, 2016-17, 2017-18).

„მან. იუნაიტედში“ გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ მუნდიალი ჩააგდო და ყველასთვის ცხადი გახდა, რომ საუკეთესო ფორმისგან შორსაა. მას კარიერის ევროპაში გაგრძელების რეალური შესაძლებლობა არ ჰქონია, რის გამოც მომავალი „ალ-ნასრს“ დაუკავშირა.

კრიშტიანუ „ალ-ნასრის“ რიგებში 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი საპატიო ელჩის სტატუსს მოირგებს. ესპანური პრესის ცნობით, პორტუგალიელის კონტრაქტი 7 წელიწადზეა გათვლილი და მისი ანაზღაურება სეზონში 75 მილიონი იქნება, თუმცა, ბონუსებით ეს თანხა 200-მდე ავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: „ალ-ნასრის ხედვა ძალიან შთამაგონებელია“
რონალდუ: „ალ-ნასრის ხედვა ძალიან შთამაგონებელია“