კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ოფიციალურად - კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრის ფეხბურთელია

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს. 37 წლის შემტევი „ალ-ნასრის“ რიგებში იასპარეზებს და ეს გარიგება ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა.

„ისტორიის დაწერის პროცესი. ესაა ტრანსფერი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს კლუბს შთააგონებს, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს, არამედ ჩვენი ჩემპიონატის, ერისა და მომავალი თაობის ბიჭებისა და გოგონების ინსპირაციის წყარო იქნება, რომ თავიანთი თავის უკეთესი ვერსია იყვნენ“, - ნათქვამია არაბული კლუბის განცხადებაში.

კონტრაქტის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მაგრამ უცხოური პრესის მიხედვით, კრიშტიანუ „ალ-ნასრის“ რიგებში 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი საპატიო ელჩის სტატუსს მოირგებს. ესპანური პრესის ცნობით, პორტუგალიელის კონტრაქტი 7 წელიწადზეა გათვლილი და მისი ანაზღაურება სეზონში 75 მილიონი იქნება, თუმცა, ბონუსებით ეს თანხა 200-მდე ავა.

შეგახსენებთ, რომ „ალ ნასრის“ თავკაცი რუდი გარსიაა, კლუბის რიგებში კი დავიდ ოსპინა და ალვარო გონსალესი ასპარეზობენ. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს სურს, ადგილობრივ ჩემპიონატში ლიონელ მესიც იხილოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები