ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს ბენეფისი და ბრწყინვალე გოლი - ბორდომ უშუალო კონკურენტს მოუგო

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საკუთარ კედლებში „სოშოს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის კლუბმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ერთ-ერთი კონკურენტი 2:1 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი დავითაშვილმა შეიტანა.

ზურიკომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა. ქართველი შემტევი „ბორდოს“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 32-ე წუთზე, მეტოქის კარიც აიღო. დავითაშვილმა ბაქვას გადაცემით ისარგებლა, მოწინააღმდეგე მცველი ბრწყინვალე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა, მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ანგარიში 2:0 გახადა.

გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდა შემტევი დელორიე-შობემ ჩაანაცვლა, რომელსაც მინდორზე დიდი დრო არ გაუტარებია. 74-ე წუთზე, მან წითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. 10-კაციანმა „ბორდომ“ უპირატესობა შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო.

„ბორდომ“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ზურიკოს გუნდს 31 ქულა აქვს და სწორედ „სოშოს“ გადაასწრო, რომლის აქტივშიც 30 ქულა გახლავთ. „ბორდო“ მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს გამართავს და სტუმრად „კაენს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წლის იმედგაცრუება ის სანქციებია, რომლებიც ფიფამ და უეფამ რუსეთს დაუწესეს“ - ამბობს კავაზაშვილი
„წლის იმედგაცრუება ის სანქციებია, რომლებიც ფიფამ და უეფამ რუსეთს დაუწესეს“ - ამბობს კავაზაშვილი