მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„მერაბი ჩემთვის უმარტივესი მეტოქეა“ - სეხუდომ დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის საჩემპიონო ქამრის ყოფილმა მფლობელმა, ჰენრი სეხუდომ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. 35 წლის ამერიკელმა განაცხადა, რომ „მანქანას“ მასთან არანაირი შანსი არ აქვს და მერაბს ურჩია კიდეც, რომ მისგან თავი შორს დაიჭიროს.

„მერაბ დვალიშვილი ვარ, ოღონდ გამრავლებული 10-ზე და ჩემი ჭიდაობის ბაზა მასზე უკეთესია. მერაბი ნებისმიერი მებრძოლისთვის სახიფათო მეტოქეა, მაგრამ ჩემთან მიმართებით ასე არაა. ჩემთვის დვალიშვილი უმარტივესი მოწინააღმდეგეა და ამას სერიოზულად ვამბობ.

მერაბზე უკეთესი სპორტსმენი ვარ, ხელებს მასზე კარგად ვიყენებ, მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთებით ბრძოლის დასრულება შემიძლია, ჩემი ჭიდაობა ბევრად, ბევრად უკეთესია და ოქტაგონზე უამრავ რაღაცას ვაკეთებ. ლას ვეგასში ყოფნისას დვალიშვილს შევხვდი და ვუთხარი, რომ მის ადგილას, ჩემნაირი მებრძოლისგან თავს შორს დავიჭერდი“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა. სეხუდოს რაც შეეხება, მას საჩემპიონო ბრძოლა და ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბი სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს ორგანიზაციის ვალი ექნებოდა“ - ომალიმ დვალიშვილს დასცინა
„მერაბს ორგანიზაციის ვალი ექნებოდა“ - ომალიმ დვალიშვილს დასცინა