ჟორჟინიო
Aa
Aa

ჟორჟინიო კვარასთან? უკან დაბრუნება და ნაპოლიში თამაში სურს

ჟორჟინიომ შესაძლოა სეზონის ბოლოს „ჩელსი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

La Repubblica-ს ცნობით, ჟორჟინიოს „ნაპოლიში“ დაბრუნება სურს. იტალიელს ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს. „ჩელსი“ კი მის ნაცვლად „ბენფიკადან“ ენცო ფერნანდესის დამატებას გეგმავს.

ცნობილია, რომ ჟორჟინიოს მიმართ ინტერესს „ნიუკასლი“ და „ბარსელონა“ იჩენენ. „კაჭკაჭები“ მას მაღალ ხელფასს და ნახევარდაცვის ლიდერის როლს სთავაზობენ. „ბარსა“ კი მას ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც მალე გუნდს დატოვებს.

ჟორჟინიო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. აღსანიშნავია, რომ „ნაპოლიში“ დაბრუნება მისი ოცნებაა.

ნახევარმცველი ამჟამად ნეაპოლელებისგან შემოთავაზების მიღებას ელოდება. აღსანიშნავია, რომ იტალიელებისთვის მისი ხელფასი ძალიან მაღალია და თუ ჟორჟინიოს უკან დაბრუნება სურს, ანაზღაურების საგრძნობლად შემცირება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო „ნაპოლიში“ 2014 წლიდან 2018 წლამდე თამაშობდა. მას „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა „ჩელსის“ მაისურით 20 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა
მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა