85 წლის ასაკში ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა
Aa
Aa

85 წლის ასაკში ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა

85 წლის ასაკში თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა.

ვლადიმერ ბარქაია 1937 წლის 29 ივლისს გაგრაში დაიბადა.

ბარქაია „ოქროს მატჩის“ მონაწილე გახლდათ. 1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა.

ბარქაია „დინამოში“ 1957-1967 წლებში თამაშობდა.

1964 წელს მოპოვებული USSR-ის ჩემპიონობის შემდეგ, 1959 და 1962 წლებში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 1960 წელს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ითამაშა.

სანაკრებო დონეზე ბარქაიამ 1965 წლის 27 ივნისს საბჭოთა კავშირის რიგებში დანიის წინააღმდეგ 1966 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და 2 გოლის გატანა შეძლო. მან ასევე ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიასთან პელეს წინააღმდეგაც ითამაშა.

Crystalsport.ge უთანაგრძნობს ვლადიმერ ბარქაიას ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული შეფასება - Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ფასი გაზარდა
ისტორიული შეფასება - Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ფასი გაზარდა