მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მერაბს ორგანიზაციის ვალი ექნებოდა“ - ომალიმ დვალიშვილს დასცინა

შონ ომალიმ საკუთარ პოდკასტში მერაბ დვალიშვილს დასცინა. ამერიკელი მებრძოლი თავის მწვრთნელთან, ტიმ უელჩთან ერთად, MMA-ის ერთ-ერთი ორგანიზაციის, PRIDE-ის ძველ წესებს განიხილავდა და განაცხადა, რომ UFC-ში ყვითელი ბარათის შემოღება, ზოგიერთ მებრძოლს ჰონორარის დიდ ნაწილს დააკარგვინებს.

„10-წუთიანი პირველი რაუნდი? 10-წუთიანი რაუნდი და 2-წუთიანი შესვენება მნიშვნელოვანი ამბავი იქნებოდა. UFC-ში 1-წუთიანი შესვენება გაქვს და ეს დამშვიდებისთვის საკმარისი არაა, მაგრამ წუთ-ნახევარი ან ორი წუთი? ეს სრულიად საკმარისია, რათა დაისვენო. ყვითელ ბარათს რაც შეეხება (ომალის მწვრთნელი მოჭიდავეებზე საუბრობდა, რომლებიც მეტოქეებს მხოლოდ ხელებს ხვევენ და არაფერს აკეთებენ), მსაჯები მას რომ იძლეოდნენ, მერაბს ალბათ, ჩვენი ორგანიზაციის ვალი ექნებოდა“.

ცნობისთვის, PRIDE-ის ძველი წესების მიხედვით, თუ ოქტაგონის მსაჯი ჩათვლიდა, რომ რომელიმე მებრძოლი არ აქტიურობდა და დროის გაწელვას ცდილობდა, მას ყვითელი ბარათით სჯიდა, რის შემდეგაც, ამ მებრძოლს ჩხუბის სანაცვლოდ მისაღები ჰონორარის 10 პროცენტი აკლდებოდა. როგორც ჩანს, ომალის აზრით, არის მომენტები, როცა მერაბი არ აქტიურობს და „მეტოქეს ეხვევა“, რის გამოც, ბევრ ყვითელ ბარათს მიიღებდა და იმხელა თანხას ჩამოაჭრიდნენ, ორგანიზაციის ვალი ექნებოდა.

შეგახსენებთ, რომ მერაბი ომალს წლებია იწვევს და მასთან ჩხუბის სურვილი უამრავჯერ გამოთქვა. UFC-ის განახლებულ რეიტინგში, „მანქანა“ მე-3 ადგილს იკავებს, ამერიკელი კი, რომელმაც ბოლო ჩხუბში პიოტრ იანს აჯობა, ტიტულის მთავარი პრეტენდენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწრაფი და ტექნიკურია“ - შახტარის გენერალური დირექტორი გოჩოლეიშვილზე
„სწრაფი და ტექნიკურია“ - შახტარის გენერალური დირექტორი გოჩოლეიშვილზე