ნგოლო კანტე, ჟორჟინიო
Aa
Aa

კარგი ამბავი ჩელსის ქომაგებისთვის - კანტესთან პროგრესს მიაღწიეს, ჟორჟინიოც რჩება

ლონდონის „ჩელსი“ ჟორჟინიოსა და ნგოლო კანტეს გაშვებას არ აპირებს. „არისტოკრატების“ ნახევარმცველების წასვლის შესახებ ბევრჯერ დაიწერა, თუმცა ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, „ლურჯები“ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა იტალიურ-ფრანგული დუეტი შეინარჩუნონ.

The Athletic-ის მიხედვით, „სტემფორდ ბრიჯის“ ბინადრებმა ნგოლო კანტესთან გამართულ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს და მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან. კანტეს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა და მას „ბარსელონას“ უკავშირებდნენ.

ჟორჟინიოს რაც შეეხება, დღეს, მისი აგენტის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც განაცხადა: „ჩელსისგან ახალი კონტრაქტის თაობაზე წინადადება მივიღეთ და ჩვენი პრიორიტეტი ლურჯებთან ამ ხელშეკრულების განხილვაა. ნაპოლის ინტერესი? ბედნიერი ვიქნებით თუ ეს რეალობაა. ჟორჟინიოსთვის ნაპოლი განსაკუთრებული კლუბია, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიოს რამდენიმე კლუბი აკვირდება და ერთ-ერთი „ნიუკასლია“. Sun-ის ცნობით, ის და კანტე ყველა ვარიანტს აქტიურად განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, კარიერა პრემიერ ლიგის კლუბში გააგრძელონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენივე პუბლიკის თვალწინ დაგამცირებ“ - ევლოევმა თოფურიას უპასუხა
„შენივე პუბლიკის თვალწინ დაგამცირებ“ - ევლოევმა თოფურიას უპასუხა