ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კარაბინერების განცხადება - „უფრთხილდით კვარას ბომბს“

ქალაქ რეჯიო ემილიას კარაბინერები უფრთხიან საახალწლო ასაფეთქებელს, რომელსაც მეტსახელად „კვარას ბომბი“ შეარქვეს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, საქმე ახალ პროდუქტთან გვაქვს, რომელიც შავ ბაზარზე საკმაოდ პოპულარულია და მასში 500 გრამის ოდენობის ფეთქებადი ნივთიერებების მიქსია, რომელთა გამოყენებაც კანონით იკრძალება.

ნეაპოლში მსგავსი საახალწლო ასაფეთქებლის გავრცელებას ფაქტობრივად ტრადიციული სახე აქვს. წლების წინ, ქალაქში „მარადონას ბომბი“ გაჩნდა და დროის გასვლასთან ერთად, მისი ევოლუცია მოხდა. მარადონას გარდა, იყო „ძოლას ბომბი“, „კავანის ბომბი“, „იგუაინის ბომბი“, ახლა კი ხვიჩას ჯერია.

„გამოიყენეთ საკუთარი გონება და განწყობას ნუ გააფუჭებთ. ამ ბრძოლაში გამარჯვება შესაძლებელი იქნება თუ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გაიგებენ, პრობლემა რაში მდგომარეობს“, - ნათქვამია კარაბინერების განცხადებაში.

საინტერესოა, რომ იტალიაში საახალწლო ასაფეთქებლებისთვის საინტერესო მეტსახელების მინიჭება გავრცელებული პრაქტიკაა. ხშირადაა შემთხვევები, როცა მათ პოლიტიკოსების სახელებს არქმევენ. 2001 წელს, სულაც „ბინ ლადენის ბომბი" გაჩნდა, პანდემიისას კი შეხვდებოდით ასაფეთქებელს სახელად - „კოვიდ ბომბი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღე, როცა ოცნება რეალობად იქცა“ - Marca მამარდაზე წერს
„დღე, როცა ოცნება რეალობად იქცა“ - Marca მამარდაზე წერს