ისტორიული შეფასება - Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ფასი გაზარდა
2022 წელს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით წარმატებული კალენდარული წელი განვლო, რაც სათამაშო ხარისხთან ერთად სტატისტიკაშიც აისახა.
ამჯერად, „ტრანსფერმარკტმა“ კიდევ ერთი საინტერესო მაჩვენებელი შემოგვთავაზა. კერძოდ, 2022 წელს ჩვენი ნაკრების ფასი ისტორიაში ყველაზე მაღალია - 114,75 მილიონი ევრო.
„ტრანსფერმარკტი“ ზემოხსენებულ შეფასებას უკვე 20 წელზე მეტია აკეთებს და საქართველოს ნაკრების ღირებულება ძირითადად ყოველთვის 60 მილიონამდე იყო.
მაგალითისთვის, ვილი სანიოლის გუნდი უნგრეთზე (105,20), სლოვენიაზე (112,30), ირლანდიაზე (108,60) და ბოსნიაზე (89,23) ძვირად ფასობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფიფას წლის საბოლოო რეიტინგში „ჯვაროსნებმა“ პოზიცია უცვლელად შეინარჩუნეს და 1305.98 ქულით კვლავ 78-ე ადგილზე იმყოფებიან.