მბაპემ ემილიანო მარტინესს უპასუხა
საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ფორვარდმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ში, „სტრასბურგთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არგენტინის ნაკრების მეკარის, ემილიანო მარტინესის საქციელზე გააკეთა.
რა თქვა მბაპემ:
მარტინესის საქციელზე ვერაფერს ვიტყვი, ეს ჩემი პრობლემა არაა. ახლა ასეთ უსარგებლო საკითხებზე ფიქრის არც დრო მაქვს და არც ენერგია.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ამ შეხვედრაში მბაპემ ემილიანო მარტინესის კარში ძირითად დროში და დამატებულ ტაიმებში 3 გოლი გაიტანა, ერთიც კი პენალტების სერიაში შეაგდო.
არგენტინის ნაკრების მეკარემ ჩემპიონობის შემდეგ მბაპეს ჯერ სტადიონის გასახდელში დასცინა, შემდეგ კი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აიერსში საყოველთაო ზეიმის დროს მბაპეს გამოსახულებიანი თოჯინით გამოვიდა.