კონტრაქტი გაახანგრძლივა - ვერატი პსჟ-ში 2026 წლამდე
ვერატისთვის პარიზული კარიერა გრძელდება. იტალიელმა ნახევარმცველმა „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ხელმოწერის შემდეგ, მარკომ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ვერატიმ?
„“პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემთვის დიდი პატივია. აქ დიდი ხნის წინ ჩამოვედი. პარიზი ჩემს მეორე სახლად მიმაჩნია. აქ ყოფნის პერიოდში გულშემატკივრებისგან და გუნდისგან უდიდეს მხარდაჭერას ვიღებ. ამისთვის მადლობელი ვარ და აშკარა იყო, რომ ეს ისტორია გაგრძელდებოდა. იმედი მაქვს, პსჟ-ს მაისურით კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებ.“
შეგახსენებთ, რომ 30 წლის იტალიელი ფრანგულ კლუბს 2012 წელს შეუერთდა. 2012 წლიდან დღემდე, ვერატიმ „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 398-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა შეასრულა.
????❤️???? #Verratti2026 pic.twitter.com/AfykLtGZK8
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) December 28, 2022