ირანელმა მოჭადრაკემ პროტესტის ნიშნად ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა
Aa
Aa

ირანელმა მოჭადრაკემ პროტესტის ნიშნად ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა

ირანელმა ქალმა მოჭადრაკემ სარა ხადემმა ყაზახეთის ქალაქ ალმაატში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პროტესტის ნიშნად ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა. ინფორმაციას ბრიტანული Reuters-ი ავრცელებს.

ირანში დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, პროტესტის ნიშნად არაერთმა ირანელმა სპორტსმენმა იასპარეზა ჰიჯაბის გარეშე.

რამდენიმე კვირის წინ, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პროტესტის ნიშნად ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როცა ირანში 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის „არასწორი“ ტარების გამო დააკავეს, სადაც მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა და საავადმყოფოში მოხვედრა მოჰყვა, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მორცხვი არ ვარ, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს“ - კვარას სრული ინტერვიუ DAZN-თან
„მორცხვი არ ვარ, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს“ - კვარას სრული ინტერვიუ DAZN-თან